აქტივიზმი

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიის განვითარება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა, მოქალაქეები კერძო და საზოგადო პრობლემების გადაჭრის გზას სწორედ ასეთი ორგანიზაციის შექმნაში ხედავდნენ, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოქალაქეთა ჩართულობა ხელს უწყობს საერთო სიკეთეებზე ზრუნვას, ისინი ერთიანდებიან ისეთი საკითხების ირგვლივ,რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისთვის,რომლის წევრებიც თავად არიან. საქართველოში ერთ-ერთ პირველ სამოქალაქო საზოგადოებად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეგვიძლია მივიჩნიოთ,რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოში, სხვა მრავალ დანიშნულებასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის- განათლების დაბალი დონის გადაჭრისთვის შეიქმნა.

 სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოთხოვნების წამოყენება და საზოგადოების წინაშე მოხელეთა ანგარიშვალდებულებების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ აქტიურად ჩაებან სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის წარმოების პროცესში, რაც ლეგიტიმაციისა და ნდობის ხარისხს ზრდის. 

 ტერმინი „სამოქალაქო აქტივიზმი: სხვადასხვა წყაროში სხვადასხვაგვარად არის განმარტებული. მაგალითად ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია „APA” მას განმარტავს,როგორც „საზოგადოებრივი ინტერესებით შემუშავებულ და განხორციელებულ ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საქმიანობას“, ან როგორც „ მოქალაქეთა მოქმედებებს,რომლებიც მიმართულია სოციალური,პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ცვლილებებისკენ“. მსხგავს დეფინიციას გვთავაზობს სოციალური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი,რომელის მიხედვითაც, სოციალური აქტივიზმი არის სოციალური ნორმები და პრაქტიკები,რომლებიც ზრდიან მოქალაქეების ჩართულობას საზოგადოებრივ პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმი ძირითადად პოლიტიკასთან,პროტესტთან და ქუჩის აქციებთან არის გაიგივებული. საქართველოში დღემდე არსებობს მენტალური,სოციალური და პოლიტიკური ბარიერები,რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. რაც შეეხება სტუდენტურ აქტივიზმს, საქართველოში ძირითადად პოლიტიკური და სოციალური კრიტიკის სახით არის გამოხატული.

საქართვლოში ხშირად სტუდენტებს აქვთ მოთხოვნები და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობაც, სწორედ ამის გამო იგეგმება აქციები და  სტუდნეტები ცდილობენ მიაღწიონ იმ შედეგს, რისთვისაც უწევთ ბრძოლა. Cure-მ ჩაატარა გამოკითხვა სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ კვლევის თანახმად სტუდენტთა უმრავლესობა თვლის,რომ სამოქალაქო აქტივიზმი არის სამოქალაქო ღირებულებების მიხედვით აქტიური მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ასევე, სამოქალაქო აქტივიზმი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიმდინარე მოვლენებში ნებისმიერი სახის მონაწილეობა.

გამოკითხული სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ეგვიძლია ვთქვათ,რომ სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას თან დევს ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორებიც. სტუდენტთა აზრით, მთავარი ხელმშეწყობი ფაქტორი მოტივაციაა, ისინი ასევე ასახელებენ რგოლებს,რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სამოქალაქო აზტივიზმს, ეს რგოლებია:უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა, ხოლო მათი აზრით სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემშლელი ფაქტორი სტუდენტების მოტივაციაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოტივაია ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია სტუდენტებისთვის, რადგან სწორედ მას შეუძლია მნიშვნელოვნად განავითარის ან შეზღუდოს სამოქალაქო აქტივიზმი უნივერსიტეტებში. სტუდენტების ერთი ნაწილი სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემშლელ მიზეზად სასწავლო პროცესს ასახელებს, რაშიც სასწავლო განრიგი და ლექცია-სემინარებზე სტუდენტების დატვირთვის მასშტაბები მოიაზრება.  უნივერსიტეტებში უპირველეს ყოვლისა, ყველაზე ეფექტური გზა საჯარო ლექციების ორგანიზებაა იმისათის რომ გაუმჯობესდეს სტუდენტების ცოდნა სამოქალაქო აქტივობების შესახებ. სტუდენტები,რომლებიც გამოიკითხნენ  cure-ს  მოერ საუბრობდნენ სამოქალაქო აქტივიზმის დაბალ კულტურაზე საუნივერსიტეტო სივრცეში. მათი უმრავლესობა სამოქალაქო აქტივიზმს საშუალო ან უფრო დაბალ შეფასებას აძლევს. ძირითად შემთხვევაში სტუდენტები არ იჩენენ ინტერესს სწავლა-სწავლების მიღმა საქმიანობებისადმი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, თავად საუნივერსიტეტო სივრცეც ჩაკეტილია სხვა სახის აქტივობებისათვის. საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ პრობლემებზე საუბრისას სტუდენტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სტუდენტური თვითმართველობის ცუდ მუშაობას. ისინი აღნიშნავენ,რომ სამოქალაქო აქტივიზმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის თვთმმართველობა კარგ იარაღს წარმოადგენს,რადგან მას შეუძლია სტუდენტთა მობილიზება , აქვს საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი. 

"ლაბორატორია 1918"

21-ე საუკუნეში, საქართველოში სხვადასხვა პრობლემებმა იჩინა თავი, მათ შორის უნივერსიტეტებში და სტუდენტებს გაუჩნდათ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშორებით პროტესტის გრძნობა, რომლის შედეგადაც  რამოდენიმე უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სტუდენტური დაჯგუფებები და ერთხმად ცდილობდნენ დაეგმოთ და გაეპროტესტებინათ ის საკითხები,რაც მათთვის მიუღებელი იყო, სწორედ ასეთი ერთ-ერთი სტუდენტური მოძრაობა იყო „ლაბორატორია 1918“ ,რომელიც 2011 წლის აპრილში ჩამოყალობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თორნიკე ჩივაძე კი ერთ-ერთი დამაარსებელი იყო სტუდენტური მოძრაობის,რომელიც თვლის რომ პირველადი ბიძგი „ლაბორატორია 1918-ის“ შექმნის იყო უცებადი უკმაყოფილება არსებული საგანმანათლებლო მოწყობით. სტუდენტების მოლოდინები უფრო მაღალი იყო, როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესზე,ისე ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებით. თორნიკეს თქმით, როდესაც საკითხში სტუდნეტებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს დაინახეს,რომ პრობლემები სისტემური იყო და არა პიროვნული. უნივერსიტეტი ნაკლოვან დაფინანსებას იღებდა და დღემდე არ არსებობს უნივერსიტეტის საბაზო დაფინანსება. თავდაპირველად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი „თარგმნე“ ,რომელმაც ჩაატარა სტუდენტური ჟურნალისტური კვლევა უნივერსიტეტში სასწავლო მასალის სიმწირესთან დაკავშირებით. აღმოჩნდა,რომ რესურსების სიმწირესთან ერთად არსებული რესურსებიც არ იყო გამოყენებული. პრეზენტაციაზე თითმმართველობის წევრები დაუპირისპირდნენ სხვა სტუდენტებს,რასაც შემდეგ აქცები მოჰყვა. სწორედ, ამ პროცესში დაიბადა სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“. ძირითადი ორგანო,რითიც არაფორმალურად ხდებოდა სტუდნეტური აქტივობის კონტროლი. თვითმმართველობის მიერ,რომელიც დაკავშირებული იყო ძალოვან სტრუქტურებთან. დაპირისპირება თვითმმართველობასთან პერიოდულად მიმდინარეობდა, თორნიკეს თქმით, სწორედ ეს სტრუქტურა წარმოადგენდა კარიერისტულ გაერთიანებას,ხოლო თსუს ადმინისტრაცია, როდესაც ზოგადი პოლიტიკური ფონი უფრო იძაბებოდა მეტად აგრესიული ხდებოდა. „ლაბორატორია 1918“ იყო პირველი სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც გაუუქმეს facebook გვერდი მაშინ,როდესაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ინტერნეტ გვერდის საკონტროლებლად, რადგან ამ გვერდიდან ხდებოდა სტუდენტების კრიტიკა, „ რაც მთავარია ჩვენი კრიტიკა იყო ფუნდამენტური, ანუ ჩვენ ვაკონტროლებდით პოლიტიკურ იდეოლოგიას და მმართველი პარტიის მცირე სოციალური დანახარჯების, თუმცა ძლიერი პოლიციის მქონე სახელმწიფოს“ ამბობს თორნიკე ჩივაძე.

"აუდიტორია 115"

მათ შემდეგ არანაკლებ დიდი სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ ჩამოყალიბდა,2016 წელს, რომლებიც ასევე სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ერთ ერთი წვერის, მარიამ ბაღდავაძის თქმით, პროტესტი სპონტანურად დაიწყო, ათასობით სტუდენტი 115-ე ოთახში ერთდროულად ბევრმა მიზეზმა შეკრიბა. მათ უნდოდათ უკეთესი ხარისხის განათლება, სტუდენტური საცხოვრებლები, აპროტესტებდნენ უნივერსიტეტში კლანურ მმართველობას და სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის ზრდას, მაგრამ მთავარი მიზანი თვითმმართველობის დამარცხება იყო, რადგან ისინი წლების განმავლობაში თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ, როგორც სტუდენტები ამბობდნენ სნაცვლოდ კი მისგან ხელისუფლება ლოიალობას მოითხოვდა. მარიამის თქმით, სისტემის მიზანი არის ის რომ, უნივერსიტეტში სტაბილურობა შეინარჩუნოს, სტუდენტები ჩართოს სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც გაურკვეველ მიზნებს ემსახურება და საბოლოოდ ხელი შეუშალოს სტუდენტების პოლიტიზირებასა და შემდეგ წინააღმდეგობას.  თუმცა, მოძრაობა ნელ-ნელა უფრო სისტემურ პრობლემაზე გადაერთო და მოძრაობის მემარცხენე იდეოლოგიაც ღიად დაფიქსირდა. სწორედ ამ დროს „ აუდიტორია 115: ღიად გამოდის შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ. სწორედ ამ მიმართულების გამო მოძრაობა ბევრმა წევრმა დატოვა. თუმცა მარიამი თვლის,რომ ვერც ერთმა სტუდნეტმა ვერ მოახერხა იმდენი ადამიანის მობილიზება, რამდენიც „აუდიტორია 115“-მა. თსუ-ს თვითმმართველობის მიერ მორიგ ტრენინგზე დახარჯული 24600 ლარი, სტუდნეტების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რამაც ბიძგი მისცა პროტესტის ახალ ტალღას. 

მარიამის თქმით, სტუდენტებმა 2016 წლის 16 მარტს გამოქვეყნებულ მანიფესტში ზუსტად გამოთქვეს ის მოთხოვნები,რისთვისაც იბრძოდნენ:

  • აკადემირუი საბჭოს დაშლას, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზებას;
  • თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით;
  • აკადემიური საბჭოს გარდა საკანონმდებლო ცვლილებებს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესთან დაკავშირებით,
  • საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ ოდეერებისგან.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"

2019 წლის 20 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადი შეუზღუდა. განათლების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ეს შეზღუდვა ფინანსური პრობლემებს დაუკავშირა, რაც სასწავლო პროცესს სერიოზულ რისკებს უქმნიდა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი,ნინო წულაია მაქსიმალურად ჩართული იყო აქციაში,რომელიც ავტორიზაციის აღდგენისთვის იმართებოდა,ის ფიქრობს რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო სტუდენტური ძალის ჩვენება და ხმის ამაღლება უსამართლობის წინააღმდეგ.სტუდენტები შეიკრიბნენ და უთხრეს ადმინისტრაციას,რომ მზად იყვნენ ბრძოლისთვის,უნივერსიტეტის წარმომადგენლებს არ უნდოდათ საზოგადოებაში გაჩენილიყო აზრი რომ ეს კამპანია იქნებოდა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი.ნინოს თქმით, უნივერსიტეტის კერძოდ ადმინისტრაციის მხარდაჭერა იყო ამ დროს ყველაზე გადამწყვეტი, მათი თანადგომით კი სტუდენტები სამართლებრივ ბრძოლაშიც ძალიან მარტივად შევიდნენ.

 

იბსუს სტუდენტებმა ერთ-ერთ აქციაზე გააკეთეს კედელი,სადაც აბსოლუტურად ყველა ქმედება არგუმენტებით ქონდათ გაჯერებული და დაწერილი,ამით ისინი უფრო მეტად თავდაჯერებულები იყვნენ და ნინოს თქმით, აკეთებდნენ სწორედ იმას,რაც თავად სურდათ. სტუდენტები ფიქრობდნენ რომ ეს შეზღუდვის მიზეზი იყო პოლიტიკური სარჩული,რომელიც ავითარებდა მოვლენებს, საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, მოვლენები შესაძლოა დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება ყოფილიყო, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობოდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის მფლობელიც სწორედ რომ თურქია და სწორეს ამ ფაქტორმა განაპირობა პრობლემა აკრედიტაციის მიღებაზე. სტუდენტების თქმით, მათ არ შეეძლოთ გაეჟღერებინათ ის რომ ეს იყო სუფთა პოლიტიკური საკითხი იყო რადგან მაშინ მოუწევდათ სხვანაირად ბრძოლა, ისინი ვეღარ მოითხოვდნენ სახელმწიფო სტრუქტურებისაგან მხარდაჭერას. ნინო ამბობს,რომ საქართველოს ყოველთვის ქონდა ისეთი პოლიტიკა ,მასზე დიდებს და განვითარებულებს,მყარ სუბიექტებს ვერ უპირისპირდებოდა , თუმცა ის თვლის რომ ამ შემთხვევაში სტუდენტები დაეხმარნენ სახელმწიფოს,რომ შეენარჩუნებინა სახელწიფოებრივობა და მათ დაახვედრეს ისეთი მუხტი,რომ ეს დაინახა თურქეთმაც,რუსეთმაც და ყველა სხვა დანარჩენმა ქვეყანამ. მიხვდნენ,რომ ეს იყო სტუდენტური აჯანყება და სტუდენტების შეუგუებლობა არსებული  მდომარეობისადმი, სწორედ ადამიანები,რომლებსაც აქვთ ძალა და ბერკეტი რომ რაღაც შეცვალონ არიან სტუდენტები.

სტუდნეტების თქმით,იფორმაცია იმის შესახებ რომ უნივერსიტეტს უჩერდებოდა სტატუსი გაიგეს 20 აგვისტოს, რასაც ერთგვარ გათვლას უწოდებენ, რადგან ამ პერიოდში ისინი იყვნენ სხვადასხვა ადგილებში და თავდაპირველად ვერ აანონსებდნენ აქციებს,რომ მიეღწიათ მიზნისთვის, მაგრამ მაინც შეძლეს ერთად დამდგარიყვნენ და გაემარჯვებინათ, ამაში კი მათ დაემხარათ ადმინისტრაციის წარმოამდგენლები რექტორი,ვიცე რექტორი, ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ყველა ფაკულტეტის დეკანი, იურისტი,რომლებმაც მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა სტუდნეტებს, რადგან ეპოვნათ სწორი მიმართულება. ნინო ყვება, იმისათვის რომ მიეღწიათ მიზანს სტუდენტები დილის ათი საათიდან ღამის 12 საათამდე იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, სახავდნენ გეგმას,რათა აღედგინათ სამართლიანობა, აბიტურიენტები,რომლებიც 2019 წელს ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში მაგრამ ვერ აგრძელებდნენ სწვალას იყვნენ ასევე ჩართულები ყველა აქციაში და ცდილობდნენ იმ არჩევნის დაცვას,რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტზე შეაჩერეს.

22 ოქტომბერს შეემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა,უნივერსიტეტს და სახელმწიფოს შორის დავა შეწყდა, უნივერსიტეტუს ქინებას ყადაღა მოეხსნა და 6 წლით ისევ მიენიჭა ავტორიზაცია. სტუდენტების თქმით ეს იყო უბრალო გამოცდა ,რომელიც წარმატებით ჩააბარეს და ნინოს თქმით,ლექტორმა რომელმაც იცის რომ შუალედური სტუდენტმა კარგად ჩააბარა იმის იმედიც აქვს რომ ფინალურსაც მაღალ ქულაზე დაუწერს, ამ შემთხვევაში მისი თქმით სტუდენტებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და ოქროს შუალედი დაიცვეს.

Powered by  Jumpstart Georgia