აფრიკა თბილისში

 

ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ეძებს ახალ პერსპქეტივას დასახლება, რომელიც ერთ დროს ინდუსტრიული მიზნით გააშენეს, ინდუსტრია კი გაჩერდა.  

ამ პროექტის ზოგიერთი გმირისთვის აფრიკა ჩიხია, საიდანაც თავის დაღწევა უნდა, ზოგიერთისთვის კი კომფორტის ზონაა, სადაც ქალაქის ხმა და რიტმი ვერ აღწევს. სწორედ მათი დახმარებით ვცდილობთ დავინახოთ რა არის აფრიკა ქალაქის ხელისუფლებისთვის და  თბილისისთვის.

 

ამ პროექტით იმოგზაურებ თბილისის აფრიკაში, სადაც სხვანაირად შეიძლება ვერასოდეს მოხვედრილიყავი.

 

აფრიკა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და უსახური უბანია, ყველაზე უცნაური სახელით.

დაზუსტებით არავინ იცის რატომ ქვია ამ უბანს აფრიკა, სავარაუდოდ ქალაქის ცენტრიდან მისი სიშორის გამო. ეს ტიპური საბჭოთა უბანი 40-50 წლებში გაშენდა, როგორც ქალაქგარეთ გატანილი საწარმოების მომსახურე დასახლება.

აფრიკამ თავის დროზე რეგიონებიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები დააბინავა, უკეთესი მომავლის ნათელი პერსპექტივით. დასახლების ღერძი კავკასიის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის დეპო გახდა, სადაც მატარებლები ჩერდებოდნენ.

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში, როგორც ბევრმა მსგავსმა დასახლებამ, აფრიკამაც ინდუსტრიული ფუნქცია დაკარგა და მხოლოდ უცნაური სახელიღა შერჩა.დღეს, 12 000-ზე მეტი ადამიანი აფრიკის მეორე სიცოცხლეს ელოდება.

ბორის ლეჟავა თითქმის 40 წელია რკინიგზაში მუშაობს. მისი საცხოვრებელი კორპუსი ბოლო სახლია, სადაც რკინიგზელებისთვის აფრიკაში ბინები გაანაწილეს.  ბორისს ოთხი შვილი ჰყავდა და ოთხოთახიანი ბინა შეხვდა. მას არასოდეს უცდია და არც ახლა აპირებს აფრიკიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას. 

 

ბორისის უმცროსი შვილი ილოც რკინიგზელია. ორივესთვის აფრიკა უალტერნატივო საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეა.

 

 გიორგი ნასყიდაშვილი, 42 წლისაა, მისი მშობლები აფრიკის ერთ -ერთი პირველი მოსახლეები იყვნენ, მისი შვილიც აფრიკაში ცხოვრობს. გიორგისთვის მთავარი შემოსავალი გერმანიიდან ჩამოტანილი ავტომანქანებით ვაჭრობაა. როგორც წესი, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის თავისი უბნიდან გადის.

გიორგის არ ჯერა, რომ აფრიკა ოდესმე თავის მნიშვნელობას დაიბრუნებს.

 

 

აფრიკა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი საცხოვრებელი უბანია.ქალაქის ბიუჯეტი დასახლებაზე ყოველწლიურად 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს.
ეს თანხა მხოლოდ პირველად საჭიროებებს და გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ყოფნის. ციფრები აფრიკაზე ოპტიმისტურ სურათს ვერ ხატავენ.
თბილისში ყველაზე მეტი, 1000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი აფრიკაში ცხოვრობს. დედაქალაქში ყევლაზე იაფი ბინები აფრიკაშია-საშუალოდ 350$ ერთი კვადრატული მეტრი.
ამ უბანში მხლოდ 2 სკოლა და 1 ბაღი, 1 სახანძრო სამსახური და 1 პოლიციის განყოფილებაა; აქ ვერ ნახავთ შუქნიშანსა და ზებრა გადასასვლელს;
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აფრიკაში რაიონის ბუჯეტიდან თანხა გზებზე, სკვერებზე, მოედნებზე, ავტობუსის მოსაცდელებსა და ფანჩატურებზე იხარჯება
დავრჩე თუ წავიდე აფრიკიდან?! რასიმი 23 წლისაა და ის თავის მომავალს აქ ვერ ხედავს, მისი უბნელი ალიკა - 35-ს, ის აფრიკაში რჩება.
მათთვის ვინც აფრიკაში რჩება
წარმოსახვითი პერსპექტივა

 

აფრიკა არასოდეს გამოირჩეოდა არქიტექტურული და ესთეტიკური მიმზიდველობით. სარკინიგზო დეპოს მომსახურებისთვის ჩაფიქრებული დასახლება თავიდანვე განწირული იყო შეზღუდული პერსპექტივისთვის. გარეუბანში განვითარების ალტერნატიული რესურსები არასდროს უძებნიათ.

მიუხედავად ამისა, თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთ ავტორს, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძეს ჯერა, რომ ქალაქის ხელისუფლებას, სამგორის რაიონის ეს დასახლება შეუძლია ოდნავ უფრო ცოცხალ პერიფერიად აქციოს.

დედაქალაქის კომერციული გიგანტი ისთ ფონთი, რომელიც ჯერ ისევ ფართოვდება, თბილისის უბნებს შორის ყველაზე ახლოს აფრიკასთანაა, თუმცა აფრიკიდან სავაჭრო ცენტრში მხოლოდ გრძელი შემოვლითი გზით თუ მოხვდები.

აფრიკის ახალი პერსპექტივა სატრანსპორტო და სხვა ტიპის საკომუნიკაციო არხების შექმნაზე გადის.

 

 

თბილისის ხელისუფლება დედაქალაქის გენერალურ გეგმას ამუშავებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გარეუბნების განვითარებაა. ზევიდან წამოსული ინიციატივის შესახებ არაფერი იცის თემურ მელქუაშვილმა.

რკინიგზელების კორპუსზე ახალგაზრდების სტენსილების ნაცვლად თემურის დახატული ფიროსმანის უზარმაზარი პორტრეტია დაკიდებული. ეს მისი მცდელობაა შეალამაზოს უბნის ნაცრისფერი სახე.

ოპერის სცენის დეკორატორი ყოველდღე 1 საათს ანდომებს ველოსიპედით აფრიკიდან რუსთაველის გამზირამდე მისვლას და ასე ცდილობს შეცვალოს წარმოდგენა, რომ აფრიკა ძალიან შორსაა.

 ფიროსმანი

Powered by  Jumpstart Georgia