ალისა ცხოველთა სამყაროში

 

"ცხოველები ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა. ეგზოტიკურ ცხოველებზე უფრო გვიან გადავედი, ალბათ მაშინ, როდესაც დიდი აგრესია იყო მათ მიმართ, განსაკუთრებით გველების მიმართ. არ იმსახურებდნენ ამ ნეგატივს, ამიტომ დავიწყე გველების შესწავლა. რაც უფრო განსხვავებულია ცხოველი, მით უფრო საინტერესოა.“

"სოფელში ვისვენებდით. მე და ჩემი მეგობარი სასეირნოდ წავედით. წყალში დავინახე პატარა ანკარა. ხელში დაჭერა მომინდა. რომ ავიყვანე, ძალიან ლამაზი იყო და მომეწონა. ცოტა შიშის შეგრძნება კი მქონდა, მაგრამ როგორც კი ხელში დავიჭირე, ეს შიში გამიქრა. ამის მერე დავიწყე გველების შესწავლა."

 


 

კრეგი კვირაში ერთხელ ჭამს. ხანდახან 10 დღეში ერთხელ. მისი საკვები თაგვებია, რადგან მეტს არაფერს ჭამს. ალისა კვირაში ერთ თაგვს აჭმევს, თუმცა ხანდახან საჭმელების გასამრავალფეროვნად წიწილასა და ხვლიკს აძლევს.

გველებს ძალიან უყვართ სამალავები. სალამავი აიცილებლად უნდა ედგათ, რათა სტრესსში არ იცხოვრონ. რაც უფროა დიდია სამალავი, მით უფრო უკეთესია გველისთვის, უფრო კარგად და კომფორტულად იგრძნობს თავს.


 

„ეს ჩხირულები ჩემი ოცნების ჩხირულები იყვნენ. ძალიან კონტრასტულები არიან. ყვითელი თვალები, ეს წითელი ზოლი და შავები არიან. ინგლისურადაც ასე ჰქვია შავი ლამაზი ჩხირულა. თავიდან ოთხი მყავდა, ახლა ძალიან გამიმრავლდა. ჩხირულების ერთადერთი შესაძლებლობაა რომ დაემსგავსონ ჯოხს, მეტი არაფერი შეუძლიათ."

Powered by  Jumpstart Georgia