„ახალი რაიონი“ ემიგრანტების თავშესაფარი

 

გაუსული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად ასიათასობით ადამიანი იძულებით დევნილი გახადა. ისინი  საკუთარი ადგილის დამკვიდრებას,  საკუთარ სამშობლოში  ცდილობდნენ. წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მათთვის ვერ შეძლო სათანადო ყურადღების მიქცევა და დახმარების გაწევა. მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ შეძლო სახელმწიფომ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ქვეყანის სხვადასხვა ქალაქში გაჩნდა დევნილთა დასახლებები , გამონაკლისი არც ფოთი აღმოჩნდა. დასახლებას, რომელსაც ,,ახალი რაიონი“ დაერქვა , როგორც იქ  სოხუმში, 1238 ოჯახი ცხოვრობს.

92 წლის ქეთევან აფრასიძე კოდორის ომის მონაწილეა.იგი გულირიფშის რაიონში, სოფელ გენწვისში ცხოვრობდა. მან ოჯახთან ერთად დატოვა კარ-მიდამო და ქუთაისს შეაფარა თავი. მოგვიანებით აფხაზეთში დაბრუნდა ,რადგან იქ ძმები ეგულებოდა.უფროსმა ძმამ მკერავად დააწყებინა მუშაობა. და სამხედროებისთვის ტანსაცმელს კერავდა. თვალცრემლიანი იხსენებს, როგორ მოუწია 9 გარდაცვლილი ჯარისკაცის მოწესრიგება და საკუთარი ოჯახებისთვის გადაცემა. ქეთევან აფრასიძის ერთადერთი შვილი ომს ემსხვერპლა, სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა ხელში იარაღის აღება. ქეთევან აფრასიძე ახლა დევნილთა დასახლებაში ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. ბინა, რომელიც აფხაზეთში ჰქონდა დაბომბვის შდეგად განადგურდა, სახლი კი გავერანდა, მაგრამ მაინც იქ დაბრუნებას ნატრობს.

 

თვალცრემლიანი  იხსენებს, როგორ  მოუწია 9 გარდაცვლილი ჯარისკაცის მოწესრიგება და საკუთარი ოჯახებისთვის გადაცემა. ქეთევან აფრასიძის ერთადერთი შვილი ომს ემსხვერპლა, სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა ხელში იარაღის აღება. ქეთევან აფრასიძე ახლა დევნილთა დასახლებაში ერთოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობს. ბინა, რომელიც აფხაზეთში ჰქონდა დაბომბვის შდეგად განადგურდა, სახლი კი გავერანდა, მაგრამ მაინც იქ დაბრუნებას ნატრობს. 

 

ბესო მატკავა  აფხაზეთის ომის მონაწილეა. იგი დიდ ოჯახთან ერთად სოფელ ჭუბურხინჯში ცხოვრობდა.ახლა დევნილთა დასახლებაში მეუღლესტან და შვილებთან ერთად ოროთახიან ბინაში ცხოვრობს.,,18 წლის ბიჭი ვიყავი  სახლიდან , რომ გავიპარე და სოხუმში საბრძოლველად წავედი. ქალაქი განადგურებული დამხვდა.23-ე  ბრიგადაში ჩავეწერე რიგით მსროლელად. სოხუმის დაცემის შემდეგ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელს შევაფარე თავი. მოგვიანებით, ჩემმა ოჯახმაც დატოვა სახლ-კარი.გარკვეული დროის შმდეგ ფოთში გადმოვსახლდით. დაიწყო ჩვენი გაუსაძლისი ყოფა. საკვები არა, წყალი არა,  სამუსაო არა, ელემენტარული პირობები არ გვქონდა. ყველაზე მწარედ ,,პურის რიგები“ მახსენდება. მარტივად რომ ვთქვა ჩვენივე ქვეყანაში გავხდით მიგრაციის მსხვერპლნი.  წლების შემდეგ ჩემმა ოჯახმა შეძლო დაბრუნება საკუთარ  სახლში, რადგან მე ომის მონაწილე ვარ დღემდე ვერ შევდივარ  სოფელში, სადაც დავიბადე და გავიზარდე . რამდენჯერმე „შავი გზით“ მოვახერხე შესვლა დღეს უკვე შეცვლილია მდგომარეობა და წლებია ვერ ვნახულობ მშობლიურ კერას.“ბესო იმედოვნებს, რომ  საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და საკუთარ სახლში დაბრუნებას შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ დევნილი მოსახლეობის ნაწილმა საკუთარ ქვეყანაში სამუდამო „თავშესაფარი“მიიღო,მათ მაინც აფხაზეთში სურთ დაბრუნება. შეძლებს თუ არა სახელმწიფო სწორი პოლიტიკის გატარებას და დაბრუნდებიან თუ არა ემიგრანტები აფხაზეთში, ჯერ უცნობია.
Powered by  Jumpstart Georgia