ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების ტენდენციები
ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება
კლუბური კულტურა

 

 

შორეულ  წარსულს და კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ გავიგებთ, რომ ყველა ცნობილ კულტურაში, ადამიანი ავლენდა  და განიცდიდა ტვინის ქიმიზმისა და ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებისკენ ლტოლასა თუ მიდრეკილებას. მაგალითად: ძველი შუმერები და ეგვიპტელები, შემდგომ კი რომაელები თავიანთ სამედიცინოტექსტებში აღნიშნავდნენ ოპიუმის პარადოქსულ ბუნებას და მას მოიხსენიებდნენ ყველა ავადმყოფობის წამლად, სიამის მომგვრელად და საწამლავად. ასევე მეცნიერებმა ეგვიპტის ფარაონთა ХХI დინასტიის (1069 - 945 წწ.) მუმიებში, ნარკოტიკული ნივთიერებების: კოკაინის, ჰაშიშის და თამბაქოს კვალი აღმოაჩინეს.მეცნიერების შეფასებით, ეგვიპტელებმა 800-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ იცოდნენ.ეს იყო ათასწლეულბის წინ, რომელსაც მეცნიერება თავისი გამოკვლევებით ადასტურებს. ზოგადად, ადამიანი ისეთი, მექანიზმია რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია და ცდილობს მის ცხოვრებას მეტი ელფერი შესძინოს თუნდაც სხვადასხვა  ნარკოტიკული საშუალებებით. 

მსოფლიოს მასშტაბით და ასევე ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების და მათი მოხმარების საკითხი არის საკმაოდ მძიმე და დრამატული

 

საქართველოში ახალგაზრდების ნაწილი ხშირად მოიხმარს ნარკოტიკს, რომლის შემადგენლობის ან ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ისინი რისკზე მიდიან, რასაც ზოგჯერ მძიმე შედეგი მოჰყვება.

საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის მიერ შეგროვებული სტატისტიკით, ბოლო 4 წელში ზედოზირების შემთხვევები თითქმის გაორმაგდა ასევე ზედოზირების შემთხვევების ზრდა, სავარაუდოდ, უცნობი შემადგენლობის სინთეზური ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებითაა გამოწვეული. 2014 წელს ზედოზირების შემთხვევები 528 იყო, ხოლო 2018 წელს ის 1295-მდე გაიზარდა .

ნარკოტიკების მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ადასტურებს 2017 წელს ფესტივალ ჯემ ფესტის მაგალითი, სადაც უცნობი ნივთიერების შედეგად გარდაიცვლა ახალგაზრდა 22 წლის გოგონა და რამდენმე ახალგაზდა ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნივთირება იყო ე. წ ბიო, რომლის შესახებ როგორც გაირკვა ახლგაზრდობა საერთოდ არ ფლობდა ინფორმაციას. 

აღსანიშნავია ის, რომ 2018 წელს უცნობმა ნივთიერეამ ზედიზედ ოთხი ახალგაზრდის დაღუპვა გამოიწვია. ექიმ-ნარკოლოგების განცხადებით, გარდაცვალების კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია. ისინი ძილში იღუპებიან. არსებლი უცნობი ნვთიერება, როგორც“თეთრმა ხმაურმა „ განაცხადა ე.წ „მეფედრონია“.

21 წლის მარიამ. ზ – 28 აპრილი. ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრები მარიამის ოჯახისთვის დილა საშინელი ტრაგედიით გათენდა, რადგან მარიამი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც კლუბური ნარკოტიკი მიიღო და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სიკვდილის მიზეზიც.

გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად 2019 წლეს, 23 წლის ნ. ა, რომელიც ერთ-ერთ ცნობილი კლუბში იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გოგოა კლუბის დაცვამ გამოიყვანა მდგომარეობიდან, როგორც შემდგომსი ის ამბობდა „იმაზე ძლიერ აღოჩნდა ნარკოტიკი ვიდრე ეგონდა და დიდმა დოზამ რეაგირება მალევე მოახდინა.

 

ადამაინები იღებენ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს , რადგან სურთ შეცვალონ რაღაც თავიანთ ცხოვრებაში. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს უბრალოდ, დასვენება,  გაქცევისა თუ  სიტუაციაში მორგება, მოწყენილობის შემსუბუქება, უბრალოდ ექსპერიმენტები და მეტი თავგადასავალისკენ სწრაფვა. ისინი თვლიან, რომ ნარკოტიკი გამოსავალია, მაგრამ სინამდვილეში ის  დიდ პრობლემად  იქცვა ხოლმე . 

ახალგაზრდებში მათ მოხმარებას ადასტურებს  ESPAD-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული ეროვნული მაშტაბის პირველი სასკოლო გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავდა გაერკვიათ ამ მხრივ ახალგაზრდების დამოკიდებულება. აღსანიშნავია ის, რომ უკანასკნელი გამოკითხვა 2019 წელს ჩატარდა, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია - აღნიშნულია Altergorgoia-ს „ნარკოვითარება საქართველოში 2018 -ში“. კვლევის ძირითადი მიგნება კი ასეთი იყო: მოსწავლეთა 11%- მა აღნიშნა, რომ ჰაშიში ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც აქვთ მიღებული, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში კი 8%-ს, 30 დღის განმავლობაში - 4%-ს. რაც შეეხება ყველაზე ხელმისაწვდომ ფსიქოაქტიურებად დასახელდა ტრანკვილიზატორები - 12 %, კანაფი - 21%, ექსტაზი -9%,ე.წ „ბიო სპაისი“– 7%. თუ გავითვალისწინებთ კვლევის ობიექტებს მივხვდებით, რომ ასეთ ასაკში მათი მოხმარება საშიშია. ამასთან ერთად  საქართველო საკმაოდ განვითარდა ღამის ცხოვრებისა და ფესტივალების მხრივ, სწორედ ამიტომაც რისკი კიდევ უფრო დიდია უცნობი ნივთიერებების მოხმარებისა, რადგან მსგავსი ადგილები, როგორც თავად ნარკოტიკების მომხმარებლები ამბობენ უსაფრთხო გარემოს წაროადგენს, რადგან მსგავს ტერიტორიაზე მხოლოდ ის პიროვნებები იკრიბება, რომლებიც ე.წ „ღამის ცხოვრებით“ ცხოვრობენ. 

რა არის კლუბური ნარკოტიკი? ესენი არის ნარკოტიკთა ჯგუფი, რომელიც ხშირად გვხვდება წვეულებებზე, კლუბებში, ფესტივალებზე. მათი უმეტესობა არალეგალურია და შეიძლება ნარკოტიკების  ხშირმა მიღებამ გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები. მდგომარეობა შეიძლება გაამძაფროს სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღებამ, მაგალითად: ალკოჰოლი.

„დღეს, ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ „კლუბური“ ნარკოტიკები. მოხმარების კონტენტი  ხშირად სწორედ კლუბური გარემოცვაა, ელექტრონული მუსიკა და მეგობრები. ზოგიერთ კლუბურ ნარკოტიკზე, შესაძლოა, ძლიერი დამოკიდებულება გაჩნდეს  და მისი მოხმარება ფატალურადაც  დასრულდეს.“ - მესაუბრება ინტერვიუში ფსიქოლოგი  ნინო ჯანაშია. ის ამბობს , რომ იყო ნარკოტიკების მიღება ადრეც და არის ახლაც.

ნარკოტიკებს საზოგადოება კონკრეტული მიზნებისთვს იყენებს. ისინი ხშირად იღებენ მათ მეტი ჰალუცინოგენური ან სტიმულატორი ეფექტისთვის, რომლებიც იძლევიან ენერგიასა და ეიფორიის განცდას. ამასთანავე ახალგაზრდობა მას არა მხოლოდ კლუბებში, არამედ სხვადასხვა დროსა და მომენტში იღებენ.

22 წლის დ. ს ფსიქოაქტიური ნივთიერება LSD - ის  მიღებასა და სიყვარულს ერთმანეთთა აკავშირებს. 

“რაჭაში, შაორზე  სალაშქრო სეზონის გახსნის მეორე დღეს მეგობრებმა მივიღეთ ლსდ, (ფსიქოდელიური ნივთიერება, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს) ტალახიან ადგილებში სიარულის დიდი მოყვარული არვარ ამიტომაც ბანაკში დავრჩი. ცეცხლის დანთება გადავწყვიტე და წიგნის კითხვა, ცოტახანში ამ ცეცხლის ფონზე, როდესაც უკვე ამ ნივთიერების მოქმედება პიკს აღწევდა, მოპირდაპირე მხრიდან მოდის მეორე ცეცხლი. ეს ულამაზესი გოგონა იყო, გრძელი წითელი თმებით, რომელიც ალივით კაშკაშებდა. იმის მიუხედვდ რომ არ ვიცნობდი ძალიან მომეწონა და ცოტახანში შეყვარებული გახდა.“ 

 „დღეს დღეობით ბევრი ახალი ფსიქოატიური ნივთირებეა არსობობს. ამასთან ერთად ზოგი თვლის, რომ ღამის ცხოვრების ასე წინ წამოწევამ ახალგაზრდებში მათი მიღების ტენენცია გაზარდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ კლუბებს ამას ვერ დავაბრალებთ და ადამიანს თუ უნდა მისი მიღება ის აუცილებლად იპოვის ისეთ ადგილს, სადაც მიიღებს.“- მითხრა ნინო კომახიძემ - კამარას ფსიქოლოგი. 

23 წლის საბა, ინტერვიუში გვიყვება თავის დამოკიდებულებას  სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე. ის ამბობს, რომ მან მოწევა 19 წლის  ასაკიდან დაიწყო, რასაც შემდგომში მოჰყვა სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერეების გასინჯვა და ცოტახანში მათზე დამოკიდებულება. ის ამბობს ასევე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გარემოში მოხვდები. კითხვაზე თუ რა იყო მიზეზი იმასა, რომ ის თავს ვერ ანებებდა მათ მიღებას ასეთი იყო:

 „მთავარი მიზეზი კიდევ ის, არის რომ სხვა სამყაროში გადსვლა ენით აღუწერელი გრძნობაა ჩემთვის“.

 ის დასძენს ასევე იმ გარემოში ყოფნას, სადაც ყველა იღებს ნარკოტიკულ საშუალებებს  და უჭირს მიტოვება ამ ფონზე.

ნარკოლოგი, დავით ვადაჭკორია ნარკოტიკების მოხმრების ტენდენციებზე ჩემთან შემდეგ  კომენტარს აკეთებს: 

„ინდივიდუალურია ასევე ის, საკითხი თუ რომელი ნარკოტიკული საშუალება  უფრო ანიჭებს ორგანიზმს ზიანს, შეიძლება სხვადასხვა პიროვნებებში ერთი და იმავე ნარკოტიკმა სხვადასხვა შედეგი მოიტანოს. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე თუნდაც: ინდივიდუალურ ფიზიკურ მონაცემებზე, მენტალურ საკითებზე, მომხმარებლის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მართლაც რომ ბევრი საკითხია და ამის თქმა ასე ცალსახად არ შეიძლება და რა თქმა უნდა ყველა მათგანს ვურჩევდი, რომ ერთჯერადი კონსულტაცია გაიარონ ფსიქოლლოგებთან, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ იმისა თუ რაოდენ მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ.“ 

ის საუბობს ასევე კანონზე და ამბობს, რომ: 

“რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას უნდა იყოს დოზების მხრივ სასჯელი. მცირე დოზაზე მსგავსი კანონი საკმაოდ მძიმედ გამოიყურება.“



“მინდოდა განტვირთვა და დავიწყება ყველა იმ პრობლემის რაც მაქვს ხოლმე; ერთადერთი მიზეზი ეს იყო ამ ნარკოტიკის მიღებისა“-საუბროს ინტერვიუში ნიკა, რომელმაც ერთხელ მიღებულ დოზას კვლავ რამოდენიმეჯერ დაამატა ფსიქოაქტიური ნივთიერება. მიღებული ნივთიერება იყო ექსტაზი. ზედმეტი დოზის მიღების გამო ის უგონო მდგომარეობაში ჩავარდა, რომელიც მისთვის გაკვეთილი აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ ვინც იღებს ყველა უნდა იყოს დარწმნებული მის შემადგენლობაზე, მიღების  სიხშირეზე და დოზაზე რათა მსგავს სიტუაცაში არ მოყვნენ.

 

https://www.facebook.com/echowavesfestival/videos/2515668595329278/
Echowaves Festival
ნარკოტიკების მოხამრება

აქციები

ბასიანი 12 მაისი
Source: google search photo
Powered by  Jumpstart Georgia