https://www.waldwissen.net/
აზიური ფაროსანა
აზიური ფაროსანა - რა საშიშროება ემუქრება საქართველოს და საიდან გავრცელდა
ცოტა რამ აზიური ფაროსანას შესახებ

აზიური ფაროსანა - ( იგივე  აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Halyomorpha halys )  წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70 %-იც კი შეადგინოს.

 

ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია

მავნებელი საზიანოა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს-მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე  აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით;  ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებლი გადასაზამთრებლად შედის საცხოვრებელ ბინებში. ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე  ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

 

ბრძოლა შხამქიმიკატების გამოყენებით

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია ცხელი ხაზი

ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი და ზარალის რიცხვი

აზიურმა ფაროსანამ თბილისში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
Powered by  Jumpstart Georgia