8 მარტი - უფლებები თუ ყვავილები

1857 წლის 8 მარტი - ნიუ იორკში, ქალთა უფლებების დასაცავად სამკერვალო ქარხნებში მომუშავე ასობით ქალი გაიფიცა   მწირი ხელფასისა და გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.

1908 წლის 8 მარტი - ნიუ იუორკში 15.000-მდე ქალმა  მოითხოვა   10 საათიანი სამუშაო დღე  16-საათიანის  ნაცვლად, ისინი ასევე ითხოვდნენ ნათელ  და თავისუფალ საოფისე ფართს, არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას და მამაკაცის ხელფასის თანასწორ  ხელფასს.

 კლარა ცეტკინი

1910 წლის 8 მარტი  - დანიაში,  კოპენჰაგენში ქალთა  საერთაშორისო  კონფერენციაზე კლარა ცეტკინი გამოვიდა ინიციატივით,  აღნიშნულიყო 8 მარტი - როგორც ქალთა საერთაშორისო დღესასწაული, რომელიც იქნებოდა  მოწოდება  მსოფლიოს ყველა ქალისათვის - ებრძოლათ თანასწორობისათვის.

 

1965 წლის 8 მარტი - ჩვენს ქვეყანაში იწყება ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის ოფიციალური აღნიშვნა.   

ეს დღე  კაცების მხრიდან ქალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვის დღედ იქცა. ქალებს მათდამი პატივისცემის ნიშნად ჩუქნიან ყვავილებს, ტკბილეულს და სხვადასხვა საჩუქრებს. რეალურად 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის დღეა. ყვავილების მიღმა ქალებს სჭირდებათ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ყველა სფეროში.  

Powered by  Jumpstart Georgia