არ არსებობს უდროო დრო ან შეუძლებელი საქმიანობა.
პირველი ნამუშევარი
ჩვენ ვეცადეთ მკითხველისთვის შეგვეხსენებინა, რომ არასოდესაა გვიანი! ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად კი გიყვებით"მოყვარულ მხატვარზე", რომელმაც ფუნჯი პირველად 40 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ, თითქმის ყოველ დღე, თავისი ნამუშევრებით 8 ათასზე მეტ გულშემატკივარს ახარებს .
ხატვა ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა რადგან ფიქრობდა, რომ ხატვა ადამიანისთვის სიმშვიდის და კეთილშობილების მომტანი ხელოვნება იყო, ფიქრები ფუჭი არ აღმოჩენილა. ამაში კი მაშინ დარწმუნდა, როცა თავისი უმცროსი შვილის ფუნჯები და საღებავები ითხოვა და მოლბერტს პირველად მიუჯდა.
ფუნჯის აღებისკენ "მოყვარული მხატვარი" ბუნების სიყვარულმა უბიძგა, მისი ნამუშევრები ფერთა ჰარმონიული შეხამებითა და ულამაზესი ყვავილების სიმრავლით გამოირჩევა. ამის გამო მისმა გულშემატკივრებმა ხათუნა მჟავიას - "ყვავილების მხატვარი" შეარქვეს. "ყვავილების მხატვარი" თავის კეთილისმსურველებს, პორტრეტებითა და სხვა გამორჩეული ნამუშევრებითაც ანებივრებს.
ხათუნა მჟავია იმის გარდა, რომ გახდა მხატვარი, მას სოციალურ ქსელში 8 ათასზე მეტი მოწონება აქვს, ყოველდღიურად უამრავ პოსტის განხილვას, კომენტარს, მოწონებას და რაც მთავარია კმაყოფილი მყიდველების შეტყობინებებს იღებს. "მოყვარულმა მხატვარმა" კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ მონდომებითა და საკუთარი თავის რწმენით არ არსებობს უდროო დრო ან შეუძლებელი საქმიანობა.