23 წლის ქველმოქმედი

ზანავის სპორტულ–საგანმანათლებლო ცენტს ყოველდღიუად 70 ბავშვი სტუმრობს. მათი ნაწილი თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობს, ნაწილი კი ინგლისურ ენას სწავლობს.

ცენტრის დამფუძნებელი და ხემძღვანელი 23 წლის ახალგაზრდა  სპორტსმენი, მინდია შაინიძეა. მას ადიგენში, როგორც "იმედის გმირსა" და ახალგაზრდა ქველმოქმედს, ყველა იცნობს.

ექვსი წლის წინ,  მინდიამ საკუთარი სახლის მესამე სართულზე მოწყობილი საჭიდაო დარბაზში 30–მდე ბავშვი შეკრიბა და თავისუფალ ჭიდაობაში, უსასყიდლოდ ავარჯიშებდა. დღეს უკვე სპორტული ცენტრი აქვს. მისმა მოსწავლეებმა ევროპისა და საქართველოს  ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.

მინდია შაინიძე და მისი მოსწავლეები
მინდია შაინიძე – მოჭიდავე; სპორტულ–საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი
სპორტულ–საგანმანათლებლო ცენტრი

ექვსი წლის განმავლობაში, მინდის შაინიძემ, თავისუფალი ჭიდაობით 100–მდე ბავშვი დააინტერესა. თუმცა, საჭიდაო დარბაზის სიმცირის გამო, სახლის მესამე სართულზე  ვარჯიში შეუძლებელი გახდა, ამიტომ მან ცენტრის აშენება  გადაწყვიტა.

ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საჭირო  რაოდენობის თანხის მოძიება გახდა. დაფინასნებისთვის  მან სხვადასხვა დაწესებულებას მიმართა. საბოლოოდ, ცენტრისთვის მიწის ნაკვეთი საკუთარი სახსრებით შეიძინა, სამუშაოებისთვის დაფინანსება კი არასამთავრობო ორგანიზაციიდან მიიღო.

 

მინდია შაინიძე, თავისუფალ ჭიდაობაში მოსწავლეებს ყოველ დღე ავარჯიშებს

მინდია შაინიძე – მოჭიდავე. სპორტულ–საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი
მოსწავლეები

ზანავში მცხოვრები ალიოშა ხოზრევანიძის სამი შვილიშვილი მინდია შაინიძის მოსწავლეა. მათგან ერთმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბიჭები სავარჯიშოდ ცენტრში ბაბუას დაჰყავს.

 

ალიოშა ხოზრევანიძე – სოფელ ზანავის მკვიდრი

მინდია შაინიძის ცენტრში ამჟამად 70 მოზარდი ადიგენის შვიდი სოფლიდან: ზარზმიდან, დაბა ადიგენიდან, სოფელ ადიგენიდან, წრიდან, გომაროდან, ზანავიდან და პატარა ზანავიდან დადის. მათ უმრავლესობას ყოველ დღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს, მაგრამ ცენტრის მიტოვებას არ ფიქრობენ.

 

დაჩი კახაძე – მინდია შაინიძის მოსწავლე
ინგლისურის გაკვეთილი

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოზარდებს ინგლისური ენის  გაკვეთილი აქვთ. ისინი ასაკის მიხედვით ექვს ჯგუფად არიან გაყოფილი, თითოეულ ჯგუფში 9–10 მოსწავლეა.  

 

60–მდე ბავშვს უცხო ენას  ამერიკელი მოხალისე, ცენტრის დამფინანსებელი და "ქალთა ორგანიზაციის" პრეზიდენტი, კეროლაინ რაისი ასწავლის. იგი დროებით მინდია შაინიძის სახლში ცხოვრობს. სექტემბრიდან კი ინგლისურის გაკვეთილებს ქართველი პედაგოგი ჩაატარებს.

 

კეროლაინ რაისი – "ქალთა ასოციაციის" პრეზიდენტი; ინგლისურის პედაგოგი

ამ დროისათვის, ახალგაზრდა ქველმოქმედი ცენტრის კეთილმოწყობაზე ზრუნავს. შესაბამისად, იგი სპონსორებს კვლავ ეძებს.  თავად კარიერაზე უარი თქვა და არჩევანი საკუთარი მოსაწავლეების სასარგებლოდ გააკეთა.  

 

მინდია შაინიძე – მოჭიდავე; სპორტულ–საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი
Powered by  Jumpstart Georgia