2015 წლის 13 ივნისი
ისტორია

2015 წლის 13 ივნისის ერთი ჩვეულებრივი დღე დასეულა, იმ დღეს ბუნებას ხალხი სიცხისგან არ შეუწუხებია, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ზაფხულიანი დღის გაგრილევა. წვიმაც არ არის ჩვენთვის გასაკვირი, ზაფხულშიც ხშირად წვიმს, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ მდ.ვერეს კალაპოტი წვიმის უხვ ნაკადს გაუძლებდა და ადიდდებოდა. მოლოდინი არავის ჰქონდა, არც დაშავებულებსა და მსხერპლებს, მაგრამ 14 ივნისის დილას ქალაქი ნაცრისფერ ნისლში გაეხვა, რომელსაც ურიცხვ ადამიანთა სევდა დაერთო თან.

 

13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალი
ეროვნული დანაკარგი

სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. 200-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. აქვე, უნდა ითქვას, რომ მდ. ვერე 1960, 1963, 1972 და 1995 წლებშიც ადიდებულა, მაგრამ ქვეყნისთვის მსგავსი ზიანი არ მოუტანია.

 

მერიის მუნიციპალური საწყობი დღეს
მერიის მუნიციპალური საწყობი დღეს
მერიის მუნიციპალური საწყობი დღეს
თბილისის ზოოპარკი
ზოოპარკი

წყალდიდობის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა თბილისის ზოოპარკს. ცხოველები, რომლებმაც ვოლიერებს თავი ვერ დააღწიეს, ადგილზე დაიხრჩვნენ. ღვარცოფს ემსხვერპლა ზოოპარკის სამი თანამშრომელიც. წყალდიდობის გამო ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა. 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული მოქალაქიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ვეფხვის ლიკვიდაცია განხორციელდა. 

 

ბეგი თბილისის ქუჩებში - არქივი
საბურთალოს ქუჩა - არქივი
თბილისის ზოოპარკი დღეს
თბილისის ზოოპარკი დღეს
თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი
მირანდა გაბუნია - გეოლოგი
მშენებლობა სვანიძის ქუჩაზე
მშენებლობა სვანიძის ქუჩაზე
დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს

13 ივნისი გლოვის დღედაა გამოცხადებული. მას სრულიად საქართველო უკვე 5 წელია იხსენებს.

 

13 ივნისის მემორიალი
Powered by  Jumpstart Georgia