13 ივნისის ტრაგედია
13 ივნისი
13 ივნისი

13 ივნისი, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. დღე, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. 21 გარდაცვლილი ადამიანი, 2 დაკარგული, უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი, განადგურებული ზოოპარკი, დაღუპული ცხოველები ეს ამ ტრაგიკული დღის მოკლე აღწერაა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მდინარე ვერეს ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლაა.

12 ივნისის თითქოს და უჩვეულო საღამოს ,ზაფხულის წვიმამ თავისი სიძლიერე არ დაიშურა თბილისთვის. მზიანი დღე მოულოდნელად კოკისპირულმა წვიმამ შეცვალა. სტიქია გვიან ღამით მოხდა. დაიტბორა გმირთა მოედნი, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს და ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. განადგურდა ზოოპარკი, დაიხრჩო ცხოველები. მსოფლიომ გაიცნო ზოოპარკის ერთ-ერთი ბინადარი ჰიპოპოტამი ბეგი, რომელოც 13 ივნისს შავად შეღებილი თბილისის ქუჩებში სეირნობდა. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ზოოპარკის 2 მომვლელი. ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა 1 ადამიანის სიცოცლე იმსხვერპლა. უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაიტპორა ქუჩები, სახლები.  

ტრაგიკული დღის ერთადერთი ნათელი წერტილი ერთ მუშტად შეკრული ქართველები იყო, რომლებიც ტრაგედიამ გააერთიანა. დაუღალავად ერთიანი ძალებით იბრძოდნენ თბილისისთვის ჩვეული რითმის დასაბრუნებლად. ეს დღე იყო საქართველოს ისტორიის ის ფურცელი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შავ წერტილად დარჩება. და მაინც: მზე ისევ გაათბობს თბილისს

და აღარ იწვიმებს ცა მეტს,

მე რა დამავიწყებს ივნისს

მე რა დამავიწყებს ცამეტს.

13 ივნისი
Powered by  Jumpstart Georgia